მართვის მოწმობების ნაწილს იურიდიული ძალა აღარ ექნება

05 იანვარი 2019, 00:00 5918 ნახვა

მართვის მოწმობების ნაწილს იურიდიული ძალა ეკარგება. 2014 წლის 1 მარტამდე გაცემულ C, CE, D და DE კატეგორიის და ქვეკატეგორიის მოწმობებს იურიდიული ძალა 1 მარტამდე შეუნარჩუნდება. მოწმობის შესაცვლელად მოქალაქემ უნდა წარადგინოს: ჯანმრთელობის ცნობა  , პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და არსებული მართვის  მოწმობა.

მოწმობის შეცვლის ღირებულება 15 ლარია, დაკარგულის აღდგენის შემთხვევაში კი - 35 ლარი. მართვის მოწმობებს, რომლებიც აღებულია 2014 წლამდე, მაგრამ განახლებულია 2014 წლის შემდეგ, იურიდიული ძალა უნარჩუნდება და მათი შეცვლა საჭირო არ არის.

ამავე კატეგორიაში