კაზინო ''ინტურისტის'' 180 თანამშორმელი სამუშაოს დაკარგვას აპროტესტებს

04 იანვარი 2019, 00:00 14184 ნახვა

კაზინო „ინტურისტის“ თანამშრომლები, მათი ინფორმაციით კაზინოს დახურვას აპროტესტებენ. 180-მდე თანამშრომელი ამ წუთებშიც შენობის ფოიეში იმყოფება და მფლობელებისგან განმარტებებს ელოდება. მათი განცხადებით კაზინოს დახურვის შესახებ წინასწარ არ გაუფრთხილებიათ და მათ მხოლოდ სარემონტო სამუშაოების ჩატარების  შესახებ ჰქონდათ ინფორმაცია.

თანამშრომლები  დეკემბრის თვის ხელფასის ანაზღაურებას, კომპენსაციას და სამსახურში აღდგენას მოითხოვენ. ამბობენ, რომ დღეს პასუხისმგებელი პირები არ დახვდათ, ამიტომ კითხვებზე პასუხების მიღებამდე ისინი დაშლას არ აპირებენ. კაზინო „ინტურისტის“ მფლობელებს ამ ეტაპზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მარკეტინგის სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით კომპანია თანამშრომლების მოთხოვნებთან დაკავშირებით წერილობით განცხადებას გაავრცელებს. ასე რომ უცნობია იხურება, თუ განაგრძობს საქმიანობას კაზინო, ან დარჩება თუ არა სამსახურში თანამშრომელთა იგივე შემადგენლობა. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი