მდინარეთა აუზების გარემოსდაცვითი პროგრამების განხილვა

03 აგვისტო 2016, 00:00 4185 ნახვა

როგორ უნდა მოხდეს ჭოროხი-აჭარისწყლის აუზის მართვა და  რა  აუცილებელი ღონისძიებებია  გასატარებელი  სანაპირო წყლების ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად - ამ   საკითხებზე მიმდინარეობს დისკუსია ამ წუთებში ბათუმის  დემოკრატიული ჩართულობის  ცენტრში, რომელში მონაწილობას  იღებენ გარემოსდამცველები და  ეკოლოგები.  ''მდინარეთა აუზების გარემოსდაცვით პროგრამაზე'' მუშაობა ევროკავშირის მხარდაჭერით  უკვე  ხუთი წელია მიმდინარეობს.  დღევანდელი დისკუსიის დასრულების  შემდეგ, სამუშაო ვერსიაში ცვლილებები შევა, დოკუმენტის საბოლოო ვერსია კი რეკომენდაციათა პაკეტის სახით გარემოს  დაცვის სამინისტრის  და  აჭარის  გარემოსდაცვის  სამმართველოს  გადაეცემა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში