კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიმდინარე წლის პროგრამები

02 იანვარი 2019, 00:00 1229 ნახვა

ხიხანის ციხის რეაბილიტაცია - კონსერვაციას გეგმავს წელს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო. ხიხანის ციხის კოშკის რეაბილიტაციისთვის 70 ათასი ლარია გამოყოფილი. გარდა ამისა, იგეგმება ციხის მიმდებარედ  კემპინგის და პარკინგის მოწყობა, რისთვისაც  პროექტს წელს შეისყიდიან.  

ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდება პეტრას ციხესა და გონიოს მუზეუმ ნაკრძალში.  ბათუმში დაგეგმილია კომახიძის 4 ნომერში მდებარე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ძეგლის ე.წ კინოს სახლის  რეაბილიტაცია,  რისთვისაც 600 ათასი ლარია გამოყოფილი.

2019 წელს უწყება ძეგლების რეაბილიტაცია-კონსერვაციაზე, ახალი პროექტების შესყიდვაზე,  არქეოლოგიური ექსპედიციების მოწყობაზე 2 მილიონ ლარს დახარჯავს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი