ბათუმში ცენტრალურ ნაძვის ხესთან ფოერვერკის გასროლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

01 იანვარი 2019, 00:00 4327 ნახვა

ბათუმში, ერას მოედანზე, ცენტრალურ ნაძვის ხესთან ფოიერვერკის გასროლის დროს ორი მოქალაქე დაშავდა. პირველადი ინფორმაციით, ფოიერვერკის საყრდენიდან გადმოვარდა და არასწორი მიმართულებით გავარდა.

შედეგად დაზიანდა ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე. თვითმხილველების ინფორმაციით მამაკაცი ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ქალიც და მამაკაციც გადაყვანილია საავადმყოფოში.

ბათუმის სასწრაფო დახმარების სამახურში კი აცხადებენ, რომ ფოერვერკის შედეგად სამი მოქალაქე დაშავდა, ისინი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან აცხადებს, რომ ყველა პაციენტს მხოლოდ ამბოლატორიული დახმარების გაწევა დასჭირდა, პიროტექნიკით დაშავებულ არც ერთი მოქალაქის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი