რამდენიმე წუთში დაიწყება საახალწლო ღონისძიებები ქობულეთში

31 დეკემბერი 2018, 00:00 1828 ნახვა

 რამდენიმე წუთში დაიწყება  საახალწლო ღონისძიებები ქობულეთში.  ცენტრალურ მოედანზე გაიმართება საბავშვო  კონცერტები და წარმოდგენები ზღაპრის გმირების მონაწილეობით. მოეწყობა  ორიგინალური ხელნაკეთი  ნაძვის ხეების გამოფენა , ღია ცის ქვეშ მოამზადებენ გოზინაყის და ამოავლებენ ჩურჩხელებს. 

სტუმრების განწყობაზე დიჯეი იზრუნებს, 20 საათზე სცენას მეგი გოგიტიძე დაიკავებს რომელსაც 22 საათზე ჯგუფი მიქსტურა ჩაანაცვლებს. დაჯილდოვდებიან  წარმატებული ქობულეთელებიც. ცენტრალურ მოედანზე შეკრებილები 2019 წელს ფოიერვერკით შეეგებებიან.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში