ბათუმის ნავსადგურში, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, პანამის დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი დააკავეს.
გემის კაპიტანი ინდონეზიის მოქალაქეა, მის მიმართ საქმისწარმოება ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყო. მას 50 000 ლარის გადახდა დაეკისრა.