პროექტ ”საქართველოს მოხალისის” პრეზენტაცია გაიმართა. კოორდინატორები სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს მოხალისეობის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. მათი ინფორმაციით, ბათუმის ყველა მუნიციპალიტეტში კოორდინატორების არჩევისა და ჯგუფების შექმნის შემდეგ პროექტებს განახორციელებენ. პროექტი აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტისა და ორგანიზაცია “თანამშრომლობისა და განვითარების ფონდის” მხარდაჭერით ხორციელდება.