ოფიციალური განმარტება - ვირუსით გარდაცვლილი ქალის შესახებ

24 დეკემბერი 2018, 00:00 3774 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგი გაიმართა. ცენტრში ამბობენ, რომ გრიპის ვირუსის შემთხვევები რეგიონში მომატებულია. ერთი შემთხვევა კი დღეს ლეტალურად დასრულდა. რესპუბლიკურ საავადმყოფოში 53 წლის ქალი H1N1 ვირუსით გარდაიცვალა. რუსუდან შავიშვილის განმარტებით, პაციენტმა კლინიკას დაგვიანებით მიმართა. მას ასევე სხვა ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდა.

''დღეს დაფიქსირდა გარდაცვალების ერთი შემთხვევა, პაციენტი სტაციონარში დაგვიანებით მოხვდა. ის კლინიკაში დაავადების დაწყებიდან მეოთხე დღეს შევიდა. ჩატარდა ლაბორატორიული კვლევა და დაიწყო ანტივირუსული მკურნალობა. პაციენტს ჰქონდა ფილტვების ანთება. ასევე მას დასჭირდა დაილეზის ჩატარება. იყო ქრონიკულად მოავადე და ჰქონდა უნივერსალური სიმსუქნე. ქალი გრიპის ვირუსზე არ იყო აცრილი'' - განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ბრიფინგზე.

რეგიონში H1N1 ვირუსის სამი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან, ერთი ლეტალურად დასრულდა. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი