ბათუმის მერიამ ხელოვნების სფეროში გამორჩეული მოღვაწეები დააჯილდოვა. გამარჯვებულები სპეციალურმა კომისიამ ოთხ ნომინაციაში შეარჩია: წლის დებიუტანტი, დიდასკალოსი, წლის ხელოვანი და რჩეული ხელოვანი სულ 12 მოქალაქე მათ შორის, ზაზა ხალვაში, ნოდარ შავაძე, ტიტე კომახიძე, მაია ცეცხლაძე, ნინო საკანდელიძე, მანუჩარ შერვაშიძე, ირაკლი კახიძე, როინ აბუსელიძე, ვახტანგ გორდაძე, ინგა ბოცვაძე და თემურ ბაკურიძე. წარმატებული ხელოვანები სამუშაო ჯგუფმა კონკურსის წესით შეარჩია. გამარჯვებულებს სიგელებთან ერთად ფულადი პრემიაც გადაეცათ.