საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომების ავტორები დაჯილდოვდნენ

22 დეკემბერი 2018, 00:00 1269 ნახვა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ 2018 წლის საუკეთესო ნამუშევრებისთვის გამარჯვებულები გამოავლინა. მაია მეცხვარიშვილმა ფილმისთვის “ჩინჩალაძის კლანი - სასამართლო რეფორმის კრახი”პრიზი საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიებისთვის მიიღო. პრიზი საუკეთესო ვიდეო რეპორტაჟისთვის გადაეცა მთის ამბების ჟურნალისტს გიორგი ბოლქვაძეს ნამუშევრისთვის - “გზაზე ერთი ბიჭი მიდიოდა”. საუკეთესო მულტიმედია პროექტისთვის “08 08 08” პრიზი ნინო ლომაძეს გადაეცა. საუკეთესო სტატიისთვის “ქალაქი რომელიც გლოვით დაიღალა” პრიზი თათია ხალიანს და სოფო აფციაურს ერგოთ.

ბავშვთა საკითხებზე მომზადებული საუკეთესო ნამუშევრისთვის - “ანა, ირინა, ელენე და სხვები” პრიზი მარიამ აბესაძეს გადაეცა. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა” და ქარტიის ერთობლივი პრიზი რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული ფილმისთვის - “მეგობრობა რუსულად” კი ნინო ზურიაშვილი და ნატალია ვახტანგაშვილი დააჯილდოვეს.

ამავე კატეგორიაში