სამმა მოქალაქემ 1 604 523 ლარი უკანონოდ მიიღო

21 დეკემბერი 2018, 00:00 1956 ნახვა

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამი პირი დააკავეს, რომლებიც ჯგუფურად ყალბ საგადასახადო დოკუმენტებს ამზადებდნენ და იყენებდნენ. 

ისინი შემდეგი სქემით მოქმედებდნენ, ბრალდებულები საწარმოებს სოციალურად დაუცველი და სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის ნასამართლევი პირების სახელზე არეგისტრირებინებდნენ და ჯართის ფიქტიურ შესყიდვებს ახორციელებდნენ. სახელმწიფო ბიუჯეტიდან კი დამატებული ღირებულების გადასახადის უკანონო ჩათვლების მიღება ხდებოდა.

ამ გზით ბრალდებულები უკანონო მატერიალურ სარგებელს იღებდნენ.

''გამოძიების დადგენილია, რომ ამ ეტაპისთვის უკანონოდ ჩათვლილი დამატებული ღირებულების გადასახადის ოდენობა 1 604 523 ლარს შეადგენს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს'' - წერია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

ფოტო: სოციალური ქსელიდან

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი