უმაღლესმა საბჭომ აჭარის ბიუჯეტი დაამტკიცა

20 დეკემბერი 2018, 00:00 2002 ნახვა

რეგიონის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დამტკიცებულია.  ბიუჯეტს  მხოლოდ მმართველმა გუნდმა დაუჭირა მხარი.  პლენალური სხდომა  პროტესტის ნიშნად დატოვა ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილმა.

მიაჩნიათ, რომ  ბიუჯეტი მოსახლეობის საჭიროებებს არ არის მორგებული, ამიტომ მმართველი გუნდი კორუფციული ბიუჯეტის დაგეგმარებაში დაადანაშაულა. დეპუტატები უმრავლესობიდან აცხადებენ, რომ ბიუჯეტი სწორადაა  დაგეგმილი და საშემოსავლო ნაწილში 30 მილიონითაა გაზრდილი.

რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, იგი როგორც საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს  324 მილიონი ლარია, საიდანაც 220 მილიონზე მეტი გიორგი რომანაძის თქმით, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება. რეგიონის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პარამეტრები დეპუტატებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა გააცნო

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი