ᴠᴀʟɪ.ɢᴇ-ს ერთიან ბაზას კიდევ 7 საფინანსო ორგანიზაციის მონაცემები დაემატა

20 დეკემბერი 2018, 00:00 1484 ნახვა

პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - ვალი.გე მონაცემები კვლავ განახლდა. ერთიან ბაზას კიდევ 7 საფინანსო ორგანიზაციის მონაცემები დაემატა. ესენია: შპს „კრედიტლაინი"  შპს "UNIVERSAL SERVICE",  "მისო ინტელექსპრესი", შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდაფ" , "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მაიკრო ფინი".  

შპს "მონლაინ"; შპს "საკრედიტო ისტორიათა ქართული ბიურო".  ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის, ვებგვერდზე განთავსებულია ინფორმაცია 586 ათას 446 მსესხებლის, 1 მილიონ 230 ათას 180 სასესხო ჩანაწერის შესახებ, ჯამური დავალიანების თანხა 3 მილიარდ 852 მილიონ 276 ათას 648 ლარია. 

ამავე კატეგორიაში