სამმხრივი შეთანხმება

19 დეკემბერი 2018, 00:00 1563 ნახვა

ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს  ხელი საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა და რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა მოაწერეს. ძალისხმევის გაერთიანება უკავშირდება ადამიანების უფლებრივი და ჰუმანიტარული ვითარების გაუმჯობესებას.  რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდებს  და ინფორმაციის გაცვლას.

ქეთევან ციხელაშვილი კოლეგებს ჩართულობისა და შერიგების პოლიტიკის თაობაზე, ასევე საქართველოს ახალი სამშვიდობო ინიციატივის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას. 

მემორანდუმის მიზანია სამმხრივი უწყებათაშორისი პლატფორმის შექმნა, სტრატეგიული რეგიონული თანამშრომლობის დაწყება და ორმხრივი მხარდაჭერისთვის გზების განსაზღვრაა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი