15 საათზე საქართველოს მე-5 და პირველ ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება

16 დეკემბერი 2018, 00:00 1593 ნახვა

საქართველოს ჰიმნი, დროშა და ქვემეხებიდან გასროლა. 15 საათზე საქართველოს მე-5 და პირველ ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება. ერეკლე მეორის სასახლეში სტუმრებს 13:00 საათიდან ელოდებიან.  ინაუგურაციას მსოფლიოს 55-მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი დაესწრება, მათ შორის, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი, აზერბაიჯანის პარლამენტის სპიკერი და სხვა საპატიო სტუმრები.

პირველად საქართველოს ისტორიაში, მოქმედი და ახლად არჩეული პრეზიდენტი ინაუგურაციაზე იქნებიან ერთად. მოქმედ პრეზიდენტს ჯარი ჩააბარებს პატაკს, ხოლო არჩეულ პრეზიდენტს ფიცის დადების შემდეგ მიესალმება ჯარი.  ფიცის დადების ცერემონიის შემდგომ, ძალაში შევა საქართველოს ახალი კონსტიტუცია. ცერემონიის მუსიკალურ გაფორმებაზე თავდაცვის ძალების სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი იზრუნებს. შესრულდება კახური მრავალჟამიერიც. ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ სალომე ზურაბიშვილი სტუმრებს თელავის თეატრში უმასპინძლებს.​

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი