„ტრადიციების კვალდაკვალ“- დღეს ინდივიდუალური და საოჯახო შემსრულებლების ფოლკლორულ -ეთნოგრაფიული მე-4 ფესტივალი გაიმართა. პირველი ნაწილი მოსწავლეთა თემატურ კონფერენციას და კონცერტს დაეთმო.
შემდეგ კი ფესტივალში მონაწილე რაიონების ეთნოგრაფიული კუთხეები მოეწყო. ღონისძიების მიზანი სოფლად შემორჩენილი ტრადიციების შენარჩუნება და კუთხის წეს-ჩვეულებების პოპულარიზაციაა.