ადგილი, სადაც სამშენებლო ნარჩენებს ხშირად ტოვებენ

11 დეკემბერი 2018, 00:00 2225 ნახვა

სამშენებლო ნარჩენები საავტომობილო გზასთან ახლოს რამდენიმე დღეა ყრია. გიორგი ბრწყინვალეს 42 ნომერთან კი ტროტუარზე სილა და ძველი ავეჯია გამოტანილი. 

ბათუმის ''სანდასუფთავებაში'' აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრეს, რომ მოქალაქესთან კომუნიკაცია ჰქონდათ, უკვე გააფთხილეს და სილას ეზოში დღესვე შეიტანს. 

რაც შეეხება სამშენებლო ნარჩენებს, რომელიც სახლის მოპირდაპირე მხარესაა დატოვებული, მაკონტროლებლებმა ამ ეტაპზე არ იციან ვინ და როდის დაყარა.  

სანდასუფთავების სამსახურში ამბობენ, რომ კამერების ჩანაწერებს ნახავენ და შესაბამისად იმოქმედებენ. მსგავს შემთხვევებში კანონდამრღვევს გარემოს დანაგვიანების გამო აჯარიმებენ, თანხა კი 200 ლარიდან იწყება. 

უწყებაში ასევე ყვებიან, რომ მსგავსი შემთხვევები ხშირია. სამშენებლო ნარჩენები ღამით გადააქვთ და სხვადასხვა ქუჩაზე ტოვებენ. ხშირად კი ისეთ ტერიტორიებზე, სადაც არც კამერებია დამონტაჟებული და ახლოს შენობებიც არ არის. 

აღნიშნულ ტერიტორიაზე სამშენებლო ნარჩენები დაახლოებით 10 დღის წინაც იყო. გ.ბრწყინვალეს 42 ნომერში მცხოვრები ირწმუნება, რომ მასალები მაშინ თავად დაყარა და მალევე გაიტანა. 

კიდევ ერთი შემთხვევა კი 13 ნოემბერს დაფიქსირდა. 

ნარჩენების მართვის კოდექსით, შენობიდან ნაგვის გამოტანა თუ დაუყოვნებლივ არ ხდება მისი ავტომობილზე დატვირთვა და გადაყრა, ექვემდებარება დაჯარიმებას. ფიზიკური პირების შემთხვევაში საჯარიმო თანხა 200-დან 500 ლარამდე მერყეობს. 

 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი