იუსტიციის სახლთან დილიდან მიმდინარე აქციას გამოეხმაურა მინისტრი, თეა წულუკიანი. თქვა, რომ ვნებათაღელვა უადგილოა და არ არის საჭირო მოქალაქეებისთვის ხელის შეშლა.
თეა წულუკიანის განცხადებით დღეს არცერთი უცხოელის სახელზე სასოფლო სამეურნეო მიწა არ დარეგისტრირებულა. აქცია იუსტიციის სახლთან დილის 9 საათიდან დაიწყო. „ქართული მარშის“ წევრები და პარლამენტის დეპუტატები „პატრიოტთა ალიანსიდან“ საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლითაც საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე პირებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყიდვა შეუძლიათ, თუმცა შეუზღუდავად 16 დეკემბრამდე. ისინი ეთნიკურად არაქართველ მოსახლეობას იუსტიციის სახლის სერვისებით სარგებლობის უფლებას უზღუდავდნენ. ფაქტზე გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ.