„ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისთვის“- ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა საკონსტიტუციო სასამართლოში. ოლიმპიადა წელს მე- 12 ტარდება და ტრადიციულად საია-ს მიერ „ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულის“ ფარგლებში მიმდინარეობს.
იმიტირებულ სასამართლო პროცესებს ჟიური აკვირდებოდა, რომლის შედეგადაც საუკეთესო მოსარჩელე, საუკეთესო მოპასუხე, საკონსტიტუციო სასამართლოსა და იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის რჩეულები გამოავლინეს.
ოლიმპიადაში წელს 4 უნივერსიტეტიდან იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-2, მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებისგან შემდგარი 8 გუნდი მონაწილეობდა. საკონტიტუციო ოლიმპიადის ფინანსური მხარდამჭერია საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდი „IRZ”.