ზურაბ ჟვანიას 55 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება პარლამენტში

09 დეკემბერი 2018, 00:00 1448 ნახვა

პარლამენტში ზურაბ ჟვანიას 55 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიება გაიმართა. მოეწყო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება. ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მიერ გამოცხადებული ესეების კონკურსის - „ჩვენი თაობის პრივილეგია“ - გამარჯვებულებს სპეციალურ საჩუქარი  პრემია „საბას“ დამფუძნებელმა გადასცა. ღონისძიებაზე ზურაბ ჟვანიას დამსახურებებისა და ღვაწლის შესახებ ისაუბრეს, პარლამენტში ჟვანიას ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ ზურაბ ჟვანიამ პოლიტიკური მოღვაწეობა 1988 წლიდან დაიწყო. იყო მე-4 და მე-5 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე.

1995 წლიდან, მისი პარლამენტის თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში, საქართველოს პარლამენტმა პოსტ - საბჭოურ სივრცეში პირველმა შექმნა სრულიად ახალი საკანონმდებლო სისტემა, 1999 წლის 27 იანვარს, სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი საქართველოს გაწევრიანებას ევროპის საბჭოში. ამ დღეს თავის გამოსვლაში ქართველმა პოლიტიკოსმა წარმოთქვა ისტორიული ფრაზა – „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, მე ვარ ევროპელი“. 2004 წლის თებერვლიდან ზურაბ ჟვანიას ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა. ქართველი პოლიტიკოსი 2005 წლის 3 თებერვალს 41 წლის ასაკში, გარდაიცვალა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი