დღეს გაირკვევა მოხვდება თუ არა ''ოქროს გლობუსის'' ნომინანტებს შორის ზაზა ხალვაშის ''ნამე''

06 დეკემბერი 2018, 00:00 2017 ნახვა

დღეს გაირკვევა მოხვდება თუ არა ოქროს გლობუსის ნომინანტებს შორის  ქართველი რეჟისორის, ზაზა ხალვაშის ფილმი „ნამე“.  ფილმი კონკურენციას მსოფლიოს 90-მდე  რეჟისორის ნამუშევარს გაუწევს.

ოქროს გლობუსის 76-ე დაჯილდოების ცერემონია 6 იანვარს გაიმართება. წლის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და პრესტიჟულ კინომოვლენას, ტრადიციულად, ბევერლი ჰილტონი უმასპინძლებს. დაჯილდოების ცერემონია ენბისის  ეთერში გადაიცემა.

ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ კამპანიის ფარგლებში „ნამეს“ პირველი ოფიციალური ჩვენება ლოს ანჯელესში 7 ნოემბერს გაიმართა.  ჩვენებებს ამერიკის კინოაკადემიის წევრები, საერთაშორისო ბაიერები, კინოს სფეროს წარმომადგენლები და ცნობილი უცხოური გამოცემების ჟურნალისტები ესწრებოდნენ.  

ნამე“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომლის მსოფლიო პრემიერა ტოკიოს  საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.

ამავე კატეგორიაში