გაერთიანებული ოპოზიცია არ ცნობს არჩევნების შედეგებს.დღეს ოპოზიციური პარტიები შეიკრიბნენ და განცხადება გაავრცელეს. მოითხოვენ, „შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს.“
ოპოზიციონერებთან დიალოგს არ აპირებს მმართველი გუნდი. აცხადებენ, რომ დესტრუქციულ ძალასთან მოლაპარაკებებს ვერ გამართავენ და საპარლამენტო არჩევნები გეგმის მიხედვით 2020 წელს ჩატარდება.