შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლო ავლაბრის რეზიდენციაში განთავსდეს

30 ნოემბერი 2018, 00:00 1635 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლო შესაძლოა  ავლაბრის საპრეზიდენტო სასახლეში გადავიდეს,  სასამართლოს თავმჯდომარის ზაზა თავაძის განცხადებით, ის მიესალმება საკონსტიტუციო სასამართლოს ბათუმიდან თბილისში გადატანას თუკი ასეთი გადაწყვეტილება მიღებული იქნება, ასევე მმართველ გუნდში განიხილება რეზიდენციის ე.წ. „ რესპუბლიკის სასახლედ“ გამოცხადება, სადაც  უცხო ქვეყნების უმაღლეს პირებს მიიღებენ.

მესამე ვარიანტად კი  შენობის პრივატიზაციის საკითხი დგას. ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციის მშენებლობა 2009 წელს მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას აშენდა. მომავალი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავლაბრის რეზიდენციაში შესვლაზე უარს ამბობს და რეზიდენციის ათონელის ქუჩაზე  გადატანას აპირებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი