პატრიარქმა მომილოცა გამარჯვება და ვიგრძენი, რომ გავხდი საქართველოს პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილი

29 ნოემბერი 2018, 00:00 2064 ნახვა

სალომე ზურაბიშვილი ცოტა ხნის წინ საპატრიარქოში იმყოფებოდა, მისი განცხადებით კათოლიკოს პატრიარქი იყო ერთ ერთი პირველი ვინც მას გამარჯვება მიულოცა, შეხვედრას სინოდის წევრებიც დაესწრნენ.

„ამ დილით პატრიარქი იყო პირველი, რომელმაც მომილოცა და მომიწვია აქ შეხვედრაზე, რომელსაც სინოდის დიდი ნაწილი ესწრებოდა. ეს ჩემთვის იყო დიდი პატივი და ეს იყო ის მომენტი, როცა მე ვიგრძენი, რომ გავხდი საქართველოს პრეზიდენტი და მქონდა საუბარი პატრიარქთან და სინოდის წევრებთან, როგორც საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტს.

განვიხილეთ როგორი უნდა იყოს საქართველოს მომავალი, რა აირჩია საზოგადოებამ, რომელმაც პასუხისმგებლობით აირჩია პრეზიდენტი, ეს დაადასტურა აქტიურობამ. მათ აირჩიეს სიმშვიდე, მშვიდობიანი მომავალი და ეს არის მე პირადად, რაზეც ვარ პასუხისმგებელი, რაზეც ვიმუშავებ მთელი ჩემი ძალ-ღონით და ამ პირობას ვდებ დღეს თქვენს წინაშეც, რომ ვიქნები მოწოდებული, რომ რაც შეიძლება მშვიდობიანი, განვითარებული გახდეს ჩვენი ქვეყანა",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი