ცესკოს მონაცემებით სალომე ზურაბიშვილმა ხმების 59,56% მიიღო

29 ნოემბერი 2018, 00:00 2333 ნახვა

საარჩევნო უბნების 99.7% დათვლილია, სალომე ზურაბიშვილმა ხმების 59.56% მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ კი 40.44%. ამ დროის მონაცემებით გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს 778 167 - მა ამომრჩეველმა მისცა ხმა, ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილმა კი 1 146 063-მა.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ორი ქალაქი, სადაც ზურაბიშვილზე მეტი ხმა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს აქვს მიღებული, თელავი და რუსთავია. ეს პირველი არჩევნები იყო ქვეყნის ისტორიაში, როცა პრეზიდენტის ასარჩევად მეორე ტური ჩატარდა.

ამავე კატეგორიაში