#26 უბანზე დამკვირვებლები გააძევეს, რომლებიც ამტკიცებდნენ რომ მარკირებულმა ამომრჩეველმა ხმა მისცა

28 ნოემბერი 2018, 00:00 1829 ნახვა

ბათუმის 26-ე უბანზე ხმაური იყო, როგორ ცესკოში რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციის ეგიდით მყოფი დამკვირვებლები ყვებიან, მოქალაქეს ხელზე მარკირების ლაქები ჰქონდა და მას არ უშვებდნენ საარჩევნო უბანზე. თუმცა, მათივე თქმით ის #26 უბნის თავმჯდომარემ ძალით შეიყვანა და მას ხმის მიცემის უფლება მისცა.

დამკვირვებელი კახაბერ ჯაიანი, რომელიც ადრე 79 ოლქის თავმჯდომარე იყო, ამბობს, რომ მოქალაქემ შეურაცხყოფა მიაყენა.  

განსხვავებული ვერსია აქვს #26 უბნის თავმჯდომარეს, მისი თქმით, მოქალაქეს მართლა ემჩნეოდა ხელზე ლაქები, თუმცა მას შემდეგ რაც ხელი დააბანინეს, ლაქები სრულად გაქრა და ხმის მიცემის კანონიერი უფლების გამოყენების საშუალება მისცეს. 

ინციდენტს სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, რის შემდეგაც კახაბერ ჯაიანს, კომისიის გადაწყვეტილებით, დაატოვებინეს შენობა. რაც შეეხება მეორე დამკვირვებელს, ის ამ დრომდე რჩება უბანზე. 

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, რომელიც უბნის მიმდებარე პერიმეტრზე იმყოფება. 

ამავე კატეგორიაში