ბათუმის საკრებულოს დეპუტატი - ''500 კაცს მოვიყვან თუ შემიძლია'' 

28 ნოემბერი 2018, 00:00 3051 ნახვა

ბათუმის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, რომელიც ბათუმში 104-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, რომ სიებით მხარდამჭერებს ამოწმებენ და მათ მოყვანას ორგანიზებას უწევენ. ომარი მახარაძის თქმით, ეს კანონმდებლობის ჩარჩოში ჯდება და ისინი წესებს არ არღვევენ. 

''ეს არ არის დარღვევა და სწორად გააშუქეთ. რა თქვენი საქმეა რას აკეთებენ. მხარდამჭერები არიან ჩვეულებრივი. მხარდამჭერები უნდა მოვიყვანოთ მაქსიმალურად. 500 კაცს მოვიყვან თუ შემიძლია და იქნება ყველა ჩემი მხარდამჭერი, თუ საქმე სჭირდება. თქვენ რატომღაც წარმოგიდგენიათ ასეთი რამე საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაა და სწორად გააშუქეთ. დავასრულე საუბარი'' - უთხრა მაუწყებლის ჟურნალისტს ''ქართული ოცნების'' დეპუტატმა. 

''მაინტერესებს რამდენ ამომრჩეველს მოვიყვან'' - ამბობს საკრებულოს წევრი, ხოლო კითხვაზე ''მოქალაქეები თავისით არ მოდიან?'' პასუხობს: ''მოდიან, თავისითაც მოდიან და ჩვენც ორგანიზებას ვუწევთ. თავისუფალი ნების ქვეშ აკეთებენ არჩევანს. ამას მე კანონმდებლობა არ მიკრძალავს''. 

დღეს აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ბათუმსა და მუნიციპალიტეტებში, საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე მიკროავტობუსებში მობილიზებული მხარდამჭერები და კოორდინატორები დააფიქსირა, რომლებსაც თან ჰქონდათ სიები. 

ზაზა ტაკიძე /სტაჟიორი/
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში