აჭარაში ყველა საარჩევნო უბანი ექსცესების გარეშე გაიხსნა

28 ნოემბერი 2018, 00:00 2109 ნახვა

აჭარაში ყველა საარჩევნო უბანი ექსცესების გარეშე გაიხსნა და კენჭისყრის პროცესი ზუსტად 8 საათზე დაიწყო. მანამდე კი უბნებზე წილისყრის პროცედურები მიმდინარეობდა. 

ხულოში 54 საარჩევნო უბანზე დღეს საკუთარ პოზიციას 24 128 ამომრჩეველი გააკეთებს. ამ ეტაპზე დარღვევების შესახებ, ოლქში ინფორმაცია არ შესულა. 

მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცესი შუახევის მუნიციპალიტეტში. უბნები ზუსტად 8 საათზე გაიხსნა და პირველი ამომრჩეველიც მივიდა.  82-ე ოლქის თავმჯდომარის ინფორმაციით, ამ დროისთვის არცერთი საჩივარი არ შესულა.

შუახევში 15 145 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 573-მა გამოთქვა სურვილი გადასატანი ყუთით ისარგებლოს. 

ექსცესების გარეშე გაიხსნა უბნები ქედაშიც, სადაც 31 საარჩევნო უბანია. ​მუნიციპალიტეტში სულ 15 668 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, აჭარის მასშტაბით  ''ქართული ოცნების'' მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 50%-იანი ბარიერი მხოლოდ ქედაში გადალახა. 

ხელვაჩაურში 44 944 ამორცეველია რეგისტრირებული, აქედან 1150 გადასატანი ყუთით ისარგებლებს. მუნიციპალიტეტში ყველა უბანი გაიხსნა.  

რაც შეეხება ქობულეთს, მუნიციპალიტეტში 65 უბანი რვაზე გაიხსნა - აცხადებს 86-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ. ქობულეთში 68 065 ადამიანია რეგისტრირებული. 

ამავე კატეგორიაში