დაბრუნდება თუ არა სკოლებში იაკობ გოგებაშვილის ''დედა ენა'' - საკითხს საბჭო განიხილავს

26 ნოემბერი 2018, 00:00 2479 ნახვა

საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსთან" განათლების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაში აცხადებს, რომ მომავალი სასწავლო წლიდან, შესაძლოა, „დედა ენა“ სკოლებში დაბრუნდეს.

პარლამენტის წევრის განმარტებით, სამინისტროში შექმნილია საბჭო და წევრები შეაჯამებენ „დედა ენის“ იმ რედაქციას, რომელიც ერთი იქნება ყველა სკოლისთვის და სამინისტროს ეგიდით მომავალი წლიდან დაიბეჭდება.

"ზაზა გაბუნია და მე პირადად ვიყავით ჩართულები გოგებაშვილის საზოგადოებასთან კონსულტაციებში, თუმცა, შარშან ამ გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხდა, რადგან გრიფირების პროცესი უკვე დაწყებული იყო და ვერ მივიღებდით ახალ მიმართულებას „დედა ენის“ ბეჭდვასთან დაკავშირებით. განათლების და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილიმა გადაწყვიტა სამინისტროში შექმნას საბჭო, რომელიც ექსპერტების მონაწილეობით შეაჯამებს „დედა ენის“ იმ რედაქციას, რომელიც იქნება ერთი და დაიბეჭდება სამინისტროს ეგიდით მომავალი წლიდან.

ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ „დედა ენა“, თავისი პედაგოგიური უნიკალური მეთოდიკით დაუბრუნდეს სკოლას. პროცესი უკვე დაწყებულია და დიდი იმედი მაქვს, რომ „დედა ენა“ სკოლებში მომავალი წლიდან იქნება. პარალელურად, ვმუშაობთ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომ მსგავსი ინიციატივები არ იყოს დამოკიდებული კონკრეტული მინისტრის პოზიციასთან“, - განუცხადა მარიამ ჯაშმა „ინტერპრესნიუსს“.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი