ბათუმის შემდეგ სახალხო მოძრაობა „არა ნაციზმს“ დღეს აქციას დედაქალაქში გამართავს. პარასკევს ლიდერებმა ევროპის მოედანზე შეკრებილებს არჩევნებზე აქტიურობისა და სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდეს.
წინასაარჩევნოდ მოძრაობის ახალგაზრდა წევრებმა ხელმოწერების შეგროვება მოსახლეობის მხარდაჭერის დასადასტურებლად დაიწყეს. მოძრაობამ "არა ნაციზმს" საპროტესტო აქცია თბილისში 7 ნოემბერსაც გამართა. მათ ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი გააპროტესტეს.