სავარაუდო ყალბი პირადობის მოწმობების საქმე

22 ნოემბერი 2018, 00:00 1657 ნახვა

კიდევ ერთი გახმაურებული საქმე, ამჯერად არჩევნებთან დაკავშირებული და წინა ხელისუფლების დროს დადასტურებული სქემის მსგავსი - არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პასპორტების სავარაუდო გაყალბებაზე 2010-12 წლებშიც საუბრობდნენ და მაშინ საბოლოოდ დამტკიცდა კიდეც ეს საქმე, დღესაც იმავეს ამბობენ, თუმცა არ ასახელებენ წყაროს და ფაქტების გამოძიებისკენ პროკურატურას მოუწოდებენ. ისინი დარწმუნებულები არიან საკუთარ წყაროში და აცხადებენ, რომ არ აქვთ საფუძველი არ ენდონ მას. პროკურატურა კი ირწმუნება რომ მტკიცებულებების წარმოდგენა მხოლოდ ბრალდების ადრესატი უწყების ხელმძღვანელმა შეძლო.

ცნობისთვის, ამ საქმის უკან „ნაციონალურ მოძრაობას“ ხედავს თეა წულუკიანი.

იუსტიციის მინისტრის შეფასებით, ორგანიზაციები ტყუილში არიან გამოჭერილი და ამას მისი უწყება დაადასტურებს. მიხეილ ბენიძის თქმით იუსტიციის მინისტრი ცდილობს ისინი ოპოზიციურ პარტიასთან დააკავშიროს, რაც მოგონილი სიცრუეა, ეკა გიგაურისთვის კი  გაუგებარია, როგორ გამოაქვს დასკვნები მინისტრს, გამოძების დაწყებიდან 1 დღის თავზე.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი