ბათუმის საქალაქო სასამართლოში დასრულდა, ჩაქვში მომხდარი ანზორ კონცელიძის მკვლელობის საქმის განხილვა,მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს. დაცვის მხარე აცხადებს,რომ ბრალდებული სიმონ ავალიანის წინააღმდეგ, გამამტყუნებელ ჩვენებას მხოლოდ ერთი მოწმე აძლევს, სხვა მოწმეებმა პოლიციაში მიცემული ჩვენებები შეცვალეს და სასამართლოში უარყვეს ინციდენტში ავალიანის მონაწილეობა და განაცხადეს, რომ გამოძიებას თავდაპირველი ჩვენება პოლიციის ზეწოლის გამო მისცეს.
დაზარალებულები პოლიციის მხრიდან პოლიციის ახსნა-განმარტებას მოითხოვენ. ანზორ კონცელიძე შორის ფიზიკური დაპირისპირების შედეგად მიყენებული ტრავმების გამო ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. განაჩენს მოსამართლე ლევან გელოვანი 29 ნოემბერს გამოაცხადებს.