პლეი ოფის ნახევარფინალს საქართველო უმასპინძლებს

20 ნოემბერი 2018, 00:00 1899 ნახვა

ვლადიმირ ვაისის გუნდმა D ლიგის 1-ელი ჯგუფის ბოლო მატჩში, ''დინამო არენაზე'' ყაზახეთს უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. პირველი ნახევარი ფრედ 0-0 დასრულდა მეორე ტაიმში კი გოლები  გიორგი მერაბიშვილმა და გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანეს. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ახალი ტურნირის - ერთა ლიგის ჯგუფურ ტურნირში გამოსვლა ამ მატჩით დაასრულა. 

„ჯვაროსნებმა“ ჯგუფის მოგებასა და C ლიგის საგზურს, ევრო  2020 - ის პლეი ოფის ნახევარფინალში მასპინძლობის უფლება და საკვალიფიკაციო ეტაპზე მე-4 კალათში განთესვა დაუმატა. საქართველოს საფეხბურთო  ნაკრებს თბილისის გარდა  თელავში,  ქუთაისში, ამბროლაურსა და ბათუში ქომაგობდნენ.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში