აშშ-ს დედაქალაქში „ქართული ღვინის პირველი ფორუმი“ თანამედროვეობისადმი მიძღვნილი კონფერენციით დასრულდა. მასში ის მეცნიერები მონაწილეობდნენ, რომლებიც ჩართული იყვნენ ღვინის ეროვნული სააგენტოს პროექტში.
კონფერენციაზე ქართული ღვინის 8-ათასწლიან ისტორიასთან ერთად, თანამედროვე ღვინის ინდუსტრიის პოლიტიკურ-ეკონომიკური ასპექტები, უცხოური ინვესტიციების, ადგილობრივი ეკონომიკისა და აშშ-ს ბაზარზე ქართული ღვინის პოტენციალის საკითხები განიხილეს. სამდღიანი ფორუმის ფარგლებში „საფერავის ფესტივალი“ და ქართული ღვინის დეგუსტაციაც გაიმართა.