2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა პარლამენტში

14 ნოემბერი 2018, 00:00 1665 ნახვა

13 მილიარდამდე ლარითაა განსაზღვრული 2019 წლის საქართველოს ბიუჯეტის პროექტი, აქედან ყველაზე დიდი თანხა მიმართულია ჯანდაცვაზე, სოციალურ მიმართულებასა და განათლებაზე. პროექტთან დაკავშირებით დღეს პოლიტიკური დებატები გაიმართა ურთიერთბრალდებების ფონზე საქართველოს პარლამენტში.

ოპოზიცია ბიუჯეტს მხარს არ უჭერს, ამბობენ რომ ხელისუფლება მოსახლეობის მოტყუებას ცდილობს, რაც არჩევნების მეორე ტურითაა განპირობებული. მმართველი გუნდი კი აქცენტს იმ სოციალურ პროგრამებზე აკეთებს რომლებიც დოკუმენტშია ასახული. პროექტს 15 ნოემბრამდე პარლამენტი წინადადებებითა და შენიშვნებით მთავრობას უკან დაუბრუნებს, გადამუშავებულ ვარიანტს კი საბოლოოდ დეკემბრის მესამე პარასკევს დაამტკიცებს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი