წინასწარი პატიმრობა არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედებისთვის. აღკვეთი ღონისძიების შეფარდება 55 წლამდე ასაკის კაცისთვის, დახურულ სხდომაზე განიხილეს ვინაიდან დაზარალებული გოგონა 12 წლისაა.
ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენება თავად არასრულწლოვანმა და დედამ მისცეს. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცმა არასრულწლოვნის სექსუალური შევიწროება ავტობუსში სცადა, ფაქტს თანაკლასელები და უცხო პირები შეესწრნენ.
გოგონას დედა ამბობს, რომ დაკავებულმა მის შვილზე მეორედ იძალადა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით გარყვნილი ქმედების ბრალდებით მიმდინარეობს.