ხულოს გამგეობის ''სპორტულ ღონისძიებათა მხარდაჭერის პროგრამას" 5 ათას 200 ლარი დაემატა. თანხა მოჭიდავეების წვრთნებს მოხმარდება. სპორტსმენები 10 დღიან ვარჯიშს ბეშუმში გაივლიან. ამასთანავე საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით მაწანწალა ცხოველების გაუვნებელყოფის პროგრამას 2 ათას 500 ლარი დაემატა. პროგრამის ფარგლებში წლის განმავლობაში ხულოდან 200-მდე უპატრონო ცხოველს თავშესაფარში გადაიყვანენ. დეპუტატებმა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად წარმოსადგენ დოკუმენტებზე დამატებითი რეგულაციებიც მიიღეს.