''საერთაშორისო გამჭვირვალობა'' ხელისუფლებას პროექტების წარდგენისგან თავშეკავებას ურჩევს

08 ნოემბერი 2018, 00:00 1507 ნახვა

მრავალმილიონიანი სოციალური პროექტების შესახებ “ქართული ოცნების“ ლიდერების დაპირებებს საარჩევნოდ მოტივირებულ საბიუჯეტო ხარჯვად აფასებს მესამე სექტორი და ამ ტენდენციას საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ადარებს.  

“საერთაშორისო  გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევაში რამდენიმე ფაქტია დასახელებული, მათ შორის პირველი ტურის შემდეგ პრემიერ-მინისტრის განცხადება სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის დახმარების გაზრდასთან დაკავშირებით.

ასევე, მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადება დევნილებისთვის ბინების შეძენასა და დეპუტატების დაპირებები საცხოვრებელი სახლების დაკანონებასთან დაკავშირებით.

კვლევაში წერია, რომ ჯანსაღი და კონკურენტული საარჩევნო გარემოსთვის მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ თავი შეიკავოს მსგავსი დაპირებებისგან, რადგან  არჩევნების წინ ასეთი პროგრამების ინიცირებით სახელისუფლებო კანდიდატი უპირატეს მდგომარეობაში დგება.

ამავე კატეგორიაში