ბათუმში სავალუტო ჯიხური გაძარცვეს

07 ნოემბერი 2018, 00:00 4292 ნახვა

ბათუმში, მელიქიშვილისა და გორგილაძის ქუჩების კვეთაში სავალუტო ჯიხური გაძარცვეს.

ვალუტის გადამცვლელ პუნქტში დასაქმებული ქალი ყვება, რომ მამაკაცმა მას თანხის დახურდავება სთხოვა, შემდეგ კი ფული წაართვა და გაიქცა. 

მისივე თქმით, კაცი მეორე საჯარო სკოლასთან ახლოს წაიქცა და მოქალაქეებმა მისი დაჭერა  შეძლეს. 

ადგილზე პოლიციაც გამოიძახეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე  ძარცვის მუხლით დაიწყო. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში