„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ახალი პროექტი

07 ნოემბერი 2018, 00:00 2134 ნახვა

“თავისუფალ ჟურნალისტთა სახლისა“ და ბათუმის პირველ საჯარო სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. არასამთავრობო ორგანიზაცია სკოლის მოსწავლეებს პროექტებს შესთავაზებს _ სასკოლო აქტივობებს, რომელიც მოზარდების არაფორმალურ განათლებას შეუწყობს ხელს. ჩატარდება თემატური შეხვედრები სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებთან და საგაკვეთილო პროცესის პარალელურად სასკოლო პროგრამის შესახებ დამატებით ინფორმაციას მიიღებენ. საგანმანათლებლო კუთხით თანამშრომლობა სკოლის ბიბლიოთეკის მხარდაჭერით დაიწყო. “ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ მოსწავლეებს 100 დასახელების ლიტერატურა გადასცა. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი