ლოს-ანჯელესში ზაზა ხალვაშის „ნამეს“ ჩვენება დღეიდან იწყება

07 ნოემბერი 2018, 00:00 2476 ნახვა

ქართული კინოთეატრებიდან ამერიკის კინოეკრანებზე - საქართველო ლოს-ანჯელესში „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ კამპანიას იწყებს. საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის რეჟისორ ზაზა ხალვაშის  „ნამე“  იბრძოლებს.  ქართული ფილმის პირველი ოფიციალური საკონკურსო ჩვენება დღეიდან იწყება.  დამატებით ორ ჩვენებას კი საერთაშორისო ორგანიზაცია „ ევროფიენ ფილმ პრომოუშენ“ 11 და 15 ნოემბერს გაუწევს ორგანიზებას.

ჩვენებებს ამერიკის კინოაკადემიის წევრები, საერთაშორისო ბარიერები, კინოს სფეროს წარმომადგენლები და ცნობილი უცხოური გამოცემების ჟურნალისტები დაესწრებიან. ფილმის წარსადგენად ლოს ანჯელესში „ნამეს“ რეჟისორი ზაზა ხალვაში და ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი, მარისკა დიასამიძე გაემგზავრნენ. „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის ფილმები მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყნიდანაა წარდგენილი.

ნამე“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომლის მსოფლიო პრემიერა ტოკიოს  საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.  ოქროს გლობუსის ნომინანტთა სია დეკემბერში, ხოლო ოსკარის - იანვარში გახდება ცნობილი.

ამავე კატეგორიაში