პირველი მაისი კოლოტაურის მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტობეტონის საფარის დაგება დასრულდა. ბიუჯეტიდან სამუშაოებისთვის 800 ათას ლარამდე დაიხარჯა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხიდს, მოეწყო 5 ერთეული საყრდენი კედელი, ლითონის მილი, რკინა-ბეტონის კონსტრუქცია და ასფალტობეტონის საფარი.
სამუშაოები საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან ერთად დაათვალიერა.