ბათუმში სამი ახალი მუნიციპალური ავტობუსი დაზიანდა

07 ნოემბერი 2018, 00:00 3819 ნახვა

ბათუმში, ათ დღეში ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, სამი ახალი მუნიციპალური ავტობუსი დაზიანდა.

ერთი შემთხვევა გუშინ პუშკინის ქუჩაზე მოხდა, მეორე კი 5 ნოემბერს დაფიქსირდა. დაზიანდა 7 და 15 ნომერი ავტობუსები.

შპს ავტოტრანსპორტში აცხადებენ, რომ  სამივე ავტობუსი შეკეთდა და ამ დროისთვის ისინი სამარშრუტო ხაზებზე დააბრუნეს.

იურისტ მარად სანიკიძის თქმით, ტრანსპორტის დაზიანების შემთხვევებში მუნიციპალური ავტობუსის მძღოლების ბრალეულობა არ გამოიკვეთა, შესაბამისად რეაბილიტაციის ხარჯი მეორე მხარემ აანაზღაურა.

იაპონურ-უკრაინული წარმოების  ადაპტირებული  ტრანსპორტი მერიამ EBRD​-ის მხარდაჭერით შეისყიდა. ახალი მუნიციპალური ავტობუსები ქალაქში პირველი სექტემბრიდან მოძრაობენ. 

შპს ავტოტრანსპორტის ბალანსზე 148 მუნიციპალური ავტობუსია, მათგან 40 ახალია. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, წელიწადში ორჯერ ტრანსპორტს ტექდათვალიერება უტარდება. 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი