„გვახსოვს 7 ნოემბერი“  თბილისში, რუსთაველის გამზირზე მსვლელობა იგეგმება

07 ნოემბერი 2018, 00:00 2189 ნახვა

სახალხო მოძრაობა „არა ნაციზმს“ დღეს 16:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე მშვიდობიან მსვლელობას გამართავს, ლოზუნგით „გვახსოვს 7 ნოემბერი“. სახალხო მოძრაობის დამფუძნებლები: შვილმოკლული მშობლები, წინა ხელისუფლების რეჟიმის დროს დაზარალებული ადამიანები და ახალგაზრდები, მოუწოდებენ მოსახლეობას, გააქტიურდნენ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე და საბოლოოდ უთხრან უარი მოძალადე სააკაშვილის ხელისუფლებას.

შეწყვეტილი პირდაპირი ეთერი და დარბეული ტელეკომპანია იმედი. 2007 წლის 7 ნოემბერს დღის ბოლოს "იმედში" სპეცრაზმი შეიჭრა, და ტელევიზია დაიხურა.  2008 წელს კი ტელეკომპანია დამფუძნებლის, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, მის ოჯახს ჩამოართვეს. პროკურატურამ ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის და მისი დარბევის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი ერეკლე კოდუა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით პასუხისგებაში მისცა.  საქმეზე მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილსა და დავით კეზერაშვილს პატიმრობა 2014 წლის 1 აგვიტოს შეეფარდათ. იმედის ბედი მაშინ ტელეკომპანია 25- ე არხმაც გაიზიარა. მაუწყებლის შენობაშიც სპეცრაზმი შეიჭრა, არხმა მაუწყებლობა 10 დღის შემდეგ განაახლა. დღემდე ტელეკომპანია 25 ე არხის საქმეზე  გამოძიება გრძელდება. 

2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 11 წელი გავიდა. 3 ნოემბერს დაწყებული სახალხო - საპროტესტო აქცია 7 ნოემბერს, სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი აირის, ხელკეტების, რეზინის ტყვიების, აკუსტიკური თოფებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. საპროტესტო აქციამ რიყეზე გადაინაცვლა. საღამოს რიყეზე აქციის დარბევა დაიწყო. სპეცრაზმმა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი აქაც  გამოიყენა. კრიზისის საპასუხოდ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები და რეფერენდუმი გამოაცხადა, რომელიც 2008 წლის იანვარში ჩატარდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი