მეორე ტურისთვის გაერთიანებული ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეები აჭარაში და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვიზიტი რეგიონში - ბიძინა ივანიშვილის მიმართვიდან რომელიც „ქართული ოცნების“ ძველ გვარდიასაც ეხებოდა, მალევე ,ცნობილი ხდება რომ წინასაარჩევნო კამპანიაში ზურაბ პატარაძე და არჩილ ხაბაძე ჩაერთვებიან.
სქემა ასეთია - თორნიკე რიჟვაძე რეგიონის მასშტაბით, არჩილ ხაბაძე ძირითადად ბათუმში და პარტიული მენეჯმენტის მიმართულებით, ზურაბ პატარაძე კი ძირითადად ქობულეთში - ასე გადანაწილდნენ მაღალჩინოსნები წაგებულ ოლქებში.