მთელი დღეა ვეძებთ პასუხს კითხვაზე - ვინ არის პასუხისმგებელი ასეთი შემთხვევების ზედამხედველობასა და კონტროლზე? დავუკავშირდით ადგილობრივ მერიას, აჭარის მთავრობას, ცენტრალურ ეკონომიკის სამინისტროს, წიაღის მოპოვების სააგენტოს, გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურს - ამ უწყებებიდან რამდენიმე ერთმანეთთან გვამისამართებს, ნაწილი კი ამბობს, რომ უკვე დამდგარ ფაქტზე რეაგირება მხოლოდ შსს-ს პრეროგატივაა.
ამაზე არც არავინ დავობს. ჩვენ ვსვამთ კითხვას როგორ მოხდა ისე, რომ კარიერი ნებართვის გარეშე ააფეთქეს - ისე რომ ადგილობრივები გააფრთხილეს, გზა გადაკეტეს, ამის შესახებ კი ხალხის გარდა, სხვამ სახელმწიმფო სტრუქტურებიდან არაფერი იცოდა - რა იცოდნენ, რა არ იცოდნენ და რისი ცოდნა ევალებათ.