კონფერენცია ბათუმში - ''ქვეყნები წნეხის ქვეშ – საფრთხეების შეკავება” - ეს არის თემა, რომელზეც დღეს ბათუმში 300-მდე პირი, მაღალი რანგის უცხოელი სპეციალისტი და პოლიტიკოსი მსჯელობდა. სიმბოლურია, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ტრიბუნიდან მოუწოდა
ამჯერად საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობას სასწრაფოდ შექმნას უშიშროების საბჭოს ჩამნაცვლებელი სტრუქტურა. სადაც უმაღლესი თანამდებობის პირები მიიღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს.
სიტყვით გამოვიდა თავდაცვის მინისტრი, ასევე - ქვეყნის პრემიერი. მამუკა ბახტაძემ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება.