უკანონოდ შესახელებულების ბედი გაურკვეველია

01 ნოემბერი 2018, 00:00 1766 ნახვა

უნებართვოდ შეჭრილი ოჯახები სახელმწიფო საკუთრებაში -  ასეთი ხელვაჩაურში 40 ოჯახია. მათ წლებია თვითნებურად აქვთ დაკავებული ყოფილი მუზეუმის, კულტურის სახლის, ადმინისტრაციული და სხვა შენობები.

სოფო შავაძემ დღეს ორი ოჯახი გადაიღო, ისინი ამბობენ რომ სტიქიურად აქტიური ზონიდან გადავიდნენ ამ სახლებში საცხოვრებლად.  ერთ-ერთ მათგანს მერიამ ბინაც კი გადასცა, თუმცა იგი კვლავ სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნდა, მიზეზად ფართობის სიმცირეს ასახელებს.

მეორეს კი შეთავაზება არ აკმაყოფილებს და არსებული სახლის დაკანონებას ითხოვს. კანონდარღვევა, ხალხი და მთავრობა - როგორ უნდა მოგვარდეს საკითხი ისე რომ არცერთის ინტერესი არ დაზარალდეს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში