ქვის მომპოვებელ კომპანიას აფეთქების ნებართვა არ ჰქონდა - აჭარის ეკონომიკის სამინისტრო

31 ოქტომბერი 2018, 00:00 3691 ნახვა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განცხადებას ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, ქვის მომპოვებელ კომპანიას აფეთქების ნებართვა არ ჰქონდა.

"წინასწარი ინფორმაციით, ქედის რაიონის სოფელ დოლოგანში (სოფ.ჭინკაძეები), ქვის მოპოვების სამუშაოებს შპს "სტრუიკ გრუპ ჯორჯია" ახორციელებდა. სამუშაოების წარმოების პროცესში განხორციელდა აფეთქებითი მეთოდის გამოყენება, რა დროსაც მოხდა ტრაგიკული შემთხვევა. სამუშაოების განმახორციელებელი პირი ვალდებული იყო სამუშაოები ეწარმოებინა შესაბამისი ბურღვა-აფეთქებითი ნებართვის საფუძველზე. კერძო კომპანიის მიერ ქვა-ღორღის მოპოვების სამუშაოების დროს მომხდარი აფეთქების შედეგად, 2012 წელს დაბადებულ გ.ო.- ს ქვა მოხვდა, რომელიც მიყენებული დაზიანების გამო ადგილზე გარდაიცვალა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია. მომხდარზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნული ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ახლობლებს" - წერია სამინისტროს განცხადებაში.

ქედაში კარიერის აფეთქებისას 6 წლის ბავშვი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი მიმდებარე ტერიტორიაზე, 100 მეტრის რადიუსში საცხოვრებელი სახლის ეზოში იმყოფებოდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი